სარკინიგზო კატასტროფა იტალიაში – არიან დაღუპულები

იტალიაში მატარებლების შეჯახების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. არიან დაღუპულებიც. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. შეჯახება ქალაქ ბარის სიახლოვეს მოხდა. მატარებლები ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდნენ. დაღუპულებთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. სხვადასხვა მონაცემით, 4-დან 10 ადამიანამდე დაიღუპა. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მეტეო რენციმ ტრაგედიის მიზეზების გამოძიების ჩატარების პირობა დადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები