ერაყის ჯარი მოსულის გათავისუფლებისთვის ემზადება

ერაყის შეიარაღებული ძალები ქალაქ მოსულის გათავისუფლებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ სააგენტო “ანადოლუ“ იუწყება. ამ ქალაქს 2 წელია, რაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. ერაყის ხელისუფლება უკვე ემზადება მილიონამდე დევნილის მისაღებად, რომლებიც ქალაქში საბრძოლო ოპერაციის შემდეგ იძულებულები იქნებიან, საკუთარი სახლები დატოვონ. მათ მისაღებად ქვეყნის სხვადასხვა რაიონში კარვის ქალაქები აშენდა. ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“„ბოევიკები“ ნაინავას პროვინციის 70%-ს აკონტროლებენ, რომლის ცენტრი მოსულია. აქ 20 ათასამდე „ბოევიკი“ იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები