დევიდ კემერონმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის ბოლო სხდომა გამართა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა დღეს ამ სტატუსით ბოლო სხდომა გამართა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ოთხშაბათს მას ამ თანამდებობაზე ტერეზა მეი შეცვლის. მეი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც ყველა სხვა პრეტენდენტმა კანდიდატურები მოხსნა. ოთხშაბათს დევიდ კემერონი ბუკინჰემის სასახლეში მივა და დედოფალ ელისაბედ მეორეს ოფიციალურად აცნობებს გადადგომის შესახებ. ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მისთვის პრემიერ-მინისტრის სავარძლის დაკავება „დიდი პატივია“. მეიმ პირობა დადო, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცესს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები