დავით უსუფაშვილი საბურთალოზე “რესპუბლიკელების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი საპარლამენტო არჩევნებში საბურთალოს რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ დღეს დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“მე ვიქნები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბურთალოს ოლქში, ჩემი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ბახტრიონი- დოლიძის, საბურთალოს ოლქში, რომელიც ახლა ამ საზღვრებშია. ვიბრძოლებ აუცილებლად”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები