ისრაელმა ღაზას სექტორთან საავტომობილო მოძრაობა აღადგინა

პირველად 2007 წლიდან ისრაელმა ღაზას სექტორთან საავტომობილო მიმოსვლა აღადგინა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
როგორც პალესტინის სამოქალაქო საკითხთა სამინისტროს წარმომადგენელმა მუჰამედ ელ-მუქადიმემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ისრაელის ხელისუფლებასთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად იყო მიღებული.
მისი თქმით, ხუთშაბათს ღაზას სექტორში მსუბუქი ავტომობილები და ავტობუსები ჩავა. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის შეთანხმებები შესრულდება, „ბეიტ ხანუმის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი პირველად 9 წლის განმავლობაში პალესტინურ ანკლავში მიმავალი ძირითადი სატრანსპორტო არტერია გახდება. აქამდე საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს და, გამონაკლის შემთხვევებში, სამოქალაქო პირებს შეეძლოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები