ბაღდადში მომხდარ ტერაქტს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ძლიერი აფეთქება მოხდა. ტერაქტის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 32 დაიჭრა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დანაღმული ავტომობილი ადგილობრივ ბაზართან, ერ-რაშიდიას რაიონში აფეთქდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს ბაღდადში ყველაზე სისხლიანი ტერაქტი მოხდა ბოლო ხნის განმავლობაში. რამდენიმე აფეთქების შედეგად 292 ადამიანი დაიღუპა და 200 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები