სირიის ჩრდილოეთ ნაწილში რუსული ავიაციის დარტყმის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ავიაციის დარტყმის შედეგად ჩრდილოეთ სირიაში 28 ადამიანი დაიღუპა. ავიაიერიში ალეპოს და იდლიბის პროვინციებში განხორციელდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
როგორც სააგენტოს სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებმა აცნობეს, რუსმა სამხედროებმა საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ვაკუუმის ბომბები გამოიყენეს. როგორც ადგილობრივმა აქტივისტმა იასირ აბუ ამარმა განაცხადა, ამის საპასუხოდ ოპოზიციურმა ძალებმა ასადის ნაწილებზე რამდენიმე შეტევა განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები