დაღესტანში „ბოევიკია“ ლიკვიდირებული, რომელმაც თებერვალში საპატრულო პოლიციის გამშვები პუნქტი ააფეთქა

დაღესტანში „ბოევიკი“ გაანადგურეს, რომელმაც მიმდინარე წლის თებერვალში დერბენტის რაიონში საპატრულო პოლიციის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ააფეთქა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, „ბოევიკის“ სახელი ადმირ ტალიბოვია. ის რამდენჯერმე ცდილობდა სირიაში წასვლას, რათა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებულიყო. ტერორისტის განადგურების დრო და ადგილი არ დაკონკრეტებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები