პირი, რომელიც შტუტგარტში კომპანიის ოფისში შეიჭრა, 70 -წლამდე მამაკაცია

პირი, რომელიც გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში, ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის ოფისში შეიჭრა, 70 -წლამდე მამაკაცია.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, სამართალდამცველებმა შენობის სარდაფში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
სამართალდამცველებმა შტურმი მას შემდეგ განახორციელეს, რაც მათ ინფორმაცია მიიღეს, რომ შენობაში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, შენობიდან სროლების ხმაც ისმოდა.
პოლიციამ სახლს ალყა შემოარტყა. გადაიკეტა ახლომდებარე ქუჩებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები