შტუტგარტში შეიარაღებული მამაკაცი ოფისში შეიჭრა და მძევლები აიყვანა

გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში, შეიარაღებული მამაკაცი ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის ოფისში შეიჭრა.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ოფისში შეიარაღებული მამაკაცი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა და ორი ადამიანი მძევლად აიყვანა.
ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. 100-მდე სამართალდამცველმა ახლომდებარე ქუჩები და მეტროს სადგური გადაკეტა. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ოფისში შესვლასა და შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებას ცდილობენ.
ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები