უკრაინაში რუსი დივერსანტები დააკავეს

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის მახლობლად სამხედროებმა სამი რუსი დივერსანტი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი მიღებული ჭრილობების შედეგად მოგვიანებით გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები არიან ასეულის და ოცეულის მეთაურები და სნაიპერი. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, მათ ჩასაფრებიდან დივერსიული ჯგუფი შენიშნეს დაახლოებით 20 ადამიანის შემადგენლობით, ისინი ახლო დისტანციაზე მოუშვეს და ცეცხლი გაუხსნეს.
სამმა დივერსანტმა ჭრილობა მიიღო, დანარჩენებმა ბრძოლის ველი მიატოვეს და უკან დაიხიეს. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, შემთხვევა დასახლება ტროიცკის მახლობლად მოხდა.
13643856_10206347234911356_289081791_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები