დევიდ კემერონი 13 ივლისს თანამდებობას დატოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ 13 ივლისს ის უფლებამოსილებას დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის ოფიციალურად გადააბარებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
კემერონმა ასევე აღნიშნა, რომ შესაბამისი თხოვნით ის დიდი ბრიტანეთის დედოფალს მიმართავს. ტერეზა მეი ამჟამად დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს. ის „კონსერვატიული პარტიის“ ერთადერთი კანდიდატია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ კემერონმა 24 ივნისს, „ბრექსიტის“ რეფერენდუმის მეორე დღეს გამოაცხადა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის თანამდებობას შემოდგომაზე დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები