დიდი ბრიტანეთი კომპანია „ბოინგისგან“ 9 ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავს შეიძენს

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საჰაერო ძალები კომპანია „ბოინგისგან“ 9 თვითმფრინავს შეიძენს, რომლებიც წყალქვეშა ნავებთან საბრძოლველად გამოიყენება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
კონტრაქტის საერთო ფასი 3,9 მილიარდი დოლარია. კონტრაქტის მიხედვით, „ბოინგი“ მომდევნო 10 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთს P-8A Poseidon-ის ტიპის 9 თვითმფრინავს მიაწვდის. ეს თვითმფრინავები წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად გამოიყენება. P-8A Poseidon სამოქალაქო „ბოინგ 737-800“-ის ბაზაზე შეიქმნა. როგორც ფარნბოროში ავიაშოუს გახსნის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, „ბრექსიტის“ მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი ბიზნესისთვის გახსნილია. დიდი ბრიტანეთის გარდა ასეთივე თვითმფრინავები აშშ-მ, ავსტრალიამ და ინდოეთმა შეუკვეთეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები