„რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო სიის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაიმართება

„რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო სიის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაიმართება. პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე ადასტურებს, რომ „რესპუბლიკელების“ საარჩევნო სიის ათეულში რამდენიმე ქალი იქნება, თუმცა არ აკონკრეტებს, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „რესპუბლიკელების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ან პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე იყოს.
„დღეს პარტიაში განხილული იყო არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საკითხი და სულ რამდენიმე დღეში ყველაფერზე კონკრეტულ პასუხს გაგცემთ. ჩვენს საარჩევნო სიაში ქალები საკმაო რაოდენობით იქნებიან და ისინი აუცილებლად მოგეწონებათ“, – განუცხადა ჟურნალისტებს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ.
დღეს პარლამენტში ფრაქცია “რესპუბლიკელების” შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, სახელმწიფო მინისტრი შერიგების და თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და პარლამენტარები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები