ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ 10 „ბოევიკი“ მოკლეს

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში უპილოტო თვითმფრინავების ავიადარტყმის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 11 „ბოევიკი“ მოკლეს. ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტები ნანგარხარის პროვინვიაში გაანადგურეს.
განადგურებულ “ბოევიკთა“ შორის უცხოეთის ოთხი მოქალაქეა. გარდა ამისა, ქუნდუზის პროვინციაში საარტილერიო ცეცხლით მოძრაობა „თალიბანის“ 8 „ბოევიკი“ გაანადგურეს. ამჟამად ავღანეთის დიდ ნაწილს „თალიბანი“ აკონტროლებს. თალიბების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები