„კალაშნიკოვმა“ საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის მიწოდება აღადგინა

რუსულმა იარაღის კონცერნმა „კალაშნიკოვმა“ საქართველოში სამოქალაქო დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღის მიწოდება აღადგინა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„2006 წლიდან ჩვენი იარაღი საქართველოში პრაქტიკულად წარმოდგენილი არ ყოფილა. 2016 წლიდან ჩვენ საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი პროდუქციის მიწოდება განვაახლეთ“, – აცხადებენ კონცერნში.
„კალაშნიკოვის“ წარმომადგენლები ასევე წერენ, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ისინი საქართველოში იარაღის ექსპორტს გაზრდიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები