სერგეი ლავროვი დღეს აზერბაიჯანში ჩავა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 11-12 ივლისს აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით ჩადის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი საკითხებია ორმხრივი თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის და მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაცია. ზახაროვას თქმით, 13 ივლისს ლავროვი ასტანაში გაემგზავრება, სადაც კასპიის ზღვის რეგიონის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.