ქურთმა „ბოევიკებმა“ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში 5 თურქი სამხედრო მოკლეს

„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ „ბოევიკებმა“ სამხრეთ აღმოსავლეთ თურქეთის ჰაკარის პროვინციაში სამხედრო კოლონა ააფეთქეს.
თავდასხმის შედეგად ხუთი თურქი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ვანის პროვინციაში აფეთქების შედეგად ერთი სამხედრო და ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, ხოლო ათი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
შეგახსენებთ, რომ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ „ბოევიკებსა“ და თურქეთის სამთავრობო ძალებს შორის დაპირისპირება 2015 წლის ივლისში განახლდა. მას შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ორივე მხრიდან თითქმის 6 ათასი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები