თურქული მედია: „ისლამური სახელმწიფო“ თურქეთსა და აზერბაიჯანში ტერაქტებს ამზადებს
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ თურქეთსა და აზერბაიჯანში ტერორისტულ შეტევებს ამზადებს. თურქული გამოცემა „მილიეთის“ ცნობით, თავდასხმა, პირველ რიგში, პოლიციელებზე და მათი ოჯახის წევრებზე უნდა განხორციელდეს.
გამოცემის ცნობით, „ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც საერთაშორისო კოალიციის დარტყმების შედეგად ბოლო დროს სერიოზული დანაკარგი განიცადა, ევროპაშიც ამზადებს ტერაქტებს და იქ „ბოევიკების“ გაგზავნის ახლა მარშრუტებს ეძებს. ამისთვის ტერორისტები თურქეთის, კვიპროსის და სამხრეთ კავკასიის მიმართულების გამოყენებას გეგმავენ. გამოცემის ცნობით, ეს ინფორმაცია თურქეთის სპეცსამსახურებმა სტამბოლის აეროპორტში ტერაქტების შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ მოიპოვეს.