“წარჩინებულ ახალგაზრდებს სახელმწიფო უცხოეთში სწავლას დაუფინანსებს“

   საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს განათლებაზე. როგორც პრემიერმა ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ნიჭიერ და წარჩინებულ ახალგაზრდებს სახელმწიფო დაუფინანსებს უცხოეთში, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მაგისტრატურასა და დოქტორანტურას.
“ ჩვენ უფასო გავხადეთ სკოლის სახელმძღვანელოები და ეს დიდი შეღავათია ოჯახებისთვის; ჩვენ 17 ფაკულტეტი გავხადეთ უფასო, რომ ნიჭიერ ახალგაზრდას შეეძლოს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, იმისგან დამოუკიდებლად, აქვს თუ არა საამისო ფული მის ოჯახს. ასეთი ოჯახებისთვის შეღავათი იქნება აგრეთვე სტუდენტური საცხოვრებელი, რომლის მშენებლობასაც თბილისში ვიწყებთ. ნიჭიერ და წარჩინებულ ახალგაზრდებს სახელმწიფო დაუფინანსებს უცხოეთში, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მაგისტრატურასა და დოქტორანტურას. და რაც მთავარია, ამ ახალგაზრდა სპეციალისტებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გარანტირებული ექნებათ სამუშაო ადგილები. ეს არის დიდი სტიმული ყველა იმ ახალგაზრდისთვის, ვისაც ნამდვილად უნდა მიიღოს ხარისხიანი განათლება და მეტიც, იყოს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე“,-აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები