ირაკლი ბათიაშვილი: სად დიდგორი, სად „ნაციონალური მოძრაობა“…

„ნაციონალები” ისტორიით არასდროს დაინტერესებულან, რა შუაშია ახლა დიდგორი. ეს არის პროპაგანდისტული სვლა”,- ასე აფასებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი ირაკლი ბათიაშვილი „რეპორტიორთან” საუბარისას „ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილ ყრილობას. ბათიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად ქვეყნის დესტაბილიზაციას გეგმავს.
„სად დიდგორი, სად „ნაციონალური მოძრაობა”. ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ ანტიპატრიოტული სულისკვეთებით და მსოფლმხედველობით. „ნაციონალებს” ეროვნულობასთან საერთო არასოდეს ჰქონიათ, პირიქით, მათი მიზანი, სტრატეგია იმთავითვე იყო, როგორმე ქართული, ეროვნული ცნობიერება ისე გადაემუშავებინათ, გარდაექმნათ, რომ ადამიანს თავისი საწყისები დავიწყებოდა. მათი მიზანი იყო ახალი ტიპის ქართველის, რომელსაც ქართველობა დავიწყებული ექნებოდა, ასეთი ჯიშის გამოყვანა უნდოდათ.
„ნაციონალები” ისტორიით არასდროს დაინტერესებულან, რა შუაშია ახლა დიდგორი. ეს არის პროპაგანდისტული სვლა, რომელიც სააკაშვილისგან მოდის. მიშას ახლა უკრაინაში საქმე ცუდად აქვს, იცის, რომ ტრამპლინი სჭირდება სადმე, გადმოსაფრენად და დასაჯდომად. ისინი ცდილობენ, ქვეყნის დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და ამის პირველ სიგნალად იქცეს ე.წ. ყრილობა დიდგორზე. ილუზიებით იკვებებიან „ნაციონალები”, ჰგონიათ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შანსი აქვთ”,- განაცხადა ბათიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები