“საბოტაჟის საქმეზე” სასამართლოში დღეს ეკა გიგაურს დაკითხავენ
ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს დაკითხავენ.
გიგაური სასამართლოში უკვე მივიდა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის: – “სამართლიანი არჩევნების“, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”, “დემოკრატიის მცველების”, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”, “საფარის”, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.
საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას. პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა.