არასრულწლოვანზე ძალადობისთვის ბრალდებულ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.

ცნობისთვის, ხატია ვიბლიანს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე წარუდგინა ბრალდება.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ვიბლიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები