პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი ADP ჯგუფის წევრი “ტავ ჯორჯიას” გენერალურმა მენეჯერმა მთავრობის მეთაურს განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თეა ზაქარაძის თქმით, მიმდინარე წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაცია, გაორმაგდა საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა,
ასევე კომპანიამ შეიძინა ახალი ტექნიკა.

მგზავრთნაკადის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წელს იგეგმება მგზავრთა დახვედრის ზონისა და მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში კომპანიამ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 25 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები