რატი იონათამიშვილი: როდესაც ევრო ბიუროკრატი მხარს უჭერს ხოშტარიას, ის სინამდვილეში მხარს უჭერს ძალადობას
„როდესაც ევრო ბიუროკრატი მხარს უჭერს ხოშტარიას, ის სინამდვილეში მხარს უჭერს ძალადობას, სიძულვილს, სხვისი ქონების დაზიანებას, რაც განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ქვეყანაში,“ – ამის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ეს ყველაფერი თვითონ ევროპას და ევროპულ ღირებულებებს აყენებს ძალიან დიდ შეურაცხყოფას. ფაქტია, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ ევროპული სტრუქტურების იმიჯი. ეს არის ევრო ბიუროკრატიის დღევანდელი სახე, რომელიც დაკავებულია სიძულვილის და ძალადობის ტირაჟირებით“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.