“კორუფციასთან ბრძოლა არის როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ასევე, წმინდა ეკონომიკური საკითხი” – ირაკლი ქადაგიშვილი

“რაც პროკურატურამ გაახმოვანა, მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტია, ეს თანხა რა წარმომავლობის არის და რა მიზნებისთვის იყო მიმართული, ცალკე კვლევისა და გამოძიების საგანი იქნება”, – ამის შესახებ, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორუფცია თუ მაღალი თანამდებობის პირების მიერ არის ჩადენილი, შეიძლება,, გამოყენებული იყოს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდანაც ქვეყანაში მათი ინტერესების რეალიზაციის გზით.

“ამიტომ, კორუფციასთან ბრძოლა არის, როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ასევე წმინდა ეკონომიკური საკითხი. ვინ, რა, როგორ და რა მიზნებისთვის იყენებდა ამ თანხებს, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ, სპეკულაციას ვერ დავიწყებთ, გამოძიებას დაველოდოთ. პროკურატურის განცხადებით, ფულის არალეგალურად შემოტანა და საბანკო სექტორში რეალიზაცია სამი წლის განმავლობაში ხდებოდა. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ და სუს-მა გამოძიება ჩაატარეს. როგორც ჩანს, ეს გამოძიება გუშინ არ დაწყებულა. შეიძლება, უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. რა, როგორ და რანაირად მოხდა, ამას გამოძიება გვეტყვის. გამოძიება იმ ფიგურანტებამდე მივა, ვინც ამ დანაშაულებში შეიძლება იყოს ჩართული. ამიტომ, მე არანაირი არც ინფორმაცია მაქვს და არც სურვილი, რომ რაიმე სპეკულაციების განმარტებით დავკავდე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები