ნატოს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ დეკლარაცია მიიღო

ალიანსის წევრი ქვეყნების მტკიცე პოზიციაა, ხელი შეუწყონ და განავითარონ ინდივიდუალური და კოლექტიური შესაძლებლობები ნებისმიერი ფორმის შეიარაღებული თავდასხმისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, – ამის შესახებ ნათქვამია ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ მიღებულ დეკლარაციაში.
„დღეს ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, გავაგრძელოთ ჩვენი მდგრადობის გაძლიერება, ნებისმიერი მიმართულებიდან მომავალი სხვადასხვა საფრთხეების, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ. მდგრადობა არის მნიშვნელოვანი საფუძველი მტკიცე შეკავებისთვის და უსაფრთხოებისთვის, ასევე ალიანსის ძირითადი ამოცანების ეფექტური შესრულებისთვის“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
შეგახსენებთ, რომ ვარშავის სამიტის დაწყებამდე ნატომ და ევროკავშირმა თანამშრომლობის შესახებ დეკლარაცია მიიღეს, რომელიც აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მომავალი „ჰიბრიდული საფრთხეებისთვის“ ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები