როდის დატოვებს ესტონეთის ელჩი თანამდებობას და რა გზავნილი აქვს მას ქართველი ხალხისთვის

ესტონეთის ელჩის, პრიტ ტურკის უფლებამოსილების ვადები იწურება. როგორც მან „კიბერ კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს ის რამდენიმე კვირაში დატოვებს.
ტურკი მოხარულია, რომ საქართველომ მტკიცედ აირჩია ევროატლანტიკური გზა. მისი განცხადებით, ამ გზაზე ქართველებმა არაფერმა არ უნდა დააყოვნონ.
„საქართველოს რამდენიმე კვირაში დავტოვებ. ეს წლები ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო. ბედნიერი ვარ, რომ საქართველო აგრძელებს მის გზას ევროინტეგრაციისკენ. ვფიქრობ, ჩვენი ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთი საფუძველიც სწორედ ეს გახდა. ესტონეთმა უკვე გაიარა ეს გზა და ვიცით, თუ რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეთ, თუმცა ბედნიერი ვარ, რადგან ვხედავ, რომ არ ნებდებით, არაფერმა უნდა დაგაბრკოლოთ“,-განაცხადა ელჩმა.
შეკითხვაზე, ვინ შეცვლის მას როტაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, ტურკი აცხადებს, რომ ის, ვინც მას შეცვლის, ნამდვილად კარგი ელჩი იქნება. რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ტურტის თქმით, ესტონეთში დაბრუნების შემდეგ თავის ოჯახს დაუბრუნდება. „ალბათ, დროა, ჩემს ოჯახს დავუბრუნდე, ჩემი გეგმებიც ეს არის“, – განაცხადა ელჩმა.

ესტონეთის ელჩთან ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://cyber.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები