ესტონეთის ელჩი: ნატოს არსებითი პაკეტის ის ნაწილი, სადაც კიბერუსაფრთხოებაზეა საუბარი, ძალიან სწრაფად ვითარდება

ესტონეთის ელჩი პრიტ ტურკი „კიბერ კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისიწინებულ 13 ვალდებულებას შორის კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. მისივე განმარტებით, პაკეტის ეს ნაწილი საქართველოში სწრაფად ვითარდება.
„ნატოს წევრი სახელმწიფოები კარგად იაზრებენ იმ კიბერსაფრთხეებს, რომლებიც მათ შეიძლება დაემუქროთ. საქართველოსთვის, როგორც ნატოს პარტნიორი სახელმწიფოსთვის და მომავალი წევრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიბერუსაფრთხოება ამ დოკუმენტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყოს, რადგან მისი მიზანი თქვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერაა. მოხარული ვარ, რომ ესტონეთი წამყვანი სახელმწიფოა. აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად, ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობის, თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა ძალიან შედეგიანია და პაკეტის ეს ნაწილი ძალიან სწრაფად ვითარდება“, – განაცხადა ელჩმა.

ესტონეთის ელჩთან ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://cyber.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები