„ყირიმის ანექსიამდე შავი ზღვა არ წარმოადგენდა ისეთ საკითხს, რომლითაც ალიანსის ყველა წევრი თანაბრად იყო დაინტერესებული“

შავი ზღვის უსაფრთხოება აქტუალური ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გახდა – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერევიუშიც ისაუბრა.
მისი თქმით, ყირიმის ანექსიამდე შავი ზღვა არ წარმოადგენდა ისეთ საკითხს, რომლითაც ალიანსის ყველა წევრი თანაბრად იყო დაინტერესებული.
„ნატოს სურს დიალოგის გაფართოება და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების მოწვევა, იმ პარტნიორების, რომლებიც არიან შავ ზღვაზე და ზიანი მიადგათ. გვაქვს მსგავსი დიალოგი ბალტიის ზღვის ქვეყნებთან და მეგობრებთან – შვედეთთან და ფინეთთანაც. ჩვენი იდეაა, მსგავსი რამ გადმოვიტანოთ შავი ზღვის ქვეყნებთანაც, შეიძლება ზუსტად ანალოგიური არა, მაგრამ მაინც. იდეა იყო, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საუბრის პროცესში უკრაინის და საქართველოს ჩართვის. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ახალი და რეგულარული დიალოგი. ყირიმის ანექსიამდე შავი ზღვა არ წარმოადგენდა ისეთ საკითხს, რომლითაც ალიანსის ყველა წევრი თანაბრად იყო დაინტერესებული. ფიქრობდნენ, რომ რეგულარული დიალოგი საჭირო არ იყო. ყირიმმა ეს მიდგომა შეცვალა“, – აღნიშნა აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები