ნატოს მინისტრები იმედოვნებენ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს იმედი, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება – ამის შესახებ საუბარია ნატო-საქარველოს კომისიის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც მხარეებმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ სხდომაზე მიიღეს.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების, უფრო ეფექტური თავდაცვითი ინსტიტუტებისა და მოდერნიზებული შეიარაღებული ძალების მიმართულებით მიღწეული მდგრადი პროგრესი.
„მოკავშირე მინისტრებმა მოუწოდეს საქართველო რეფორმების არსებული დინამიკის შენარჩუნებისკენ, რომლის მხარდაჭერასაც ნატო გააგრძელებს. ნატოს მინისტრებმა გამოთქვეს იმედი 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების შესახებ“,-აღნიშნულია დეკლარაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები