ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივ სესიაზე საქართველოსადმი ნატოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივ სესიაზე, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში გაიმართება, საქართველოსადმი ნატოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი – ამის შესახებ საუბარია ნატო-საქარველოს კომისიის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც მხარეებმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ სხდომაზე მიიღეს.
„ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილე მინისტრები მოუთმენლად ელიან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მუდმივი სესიის გამართვას, რომელიც ხაზს გაუსვამს საქართველოსადმი ნატო-ს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას და შექმნის საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების შესაძლებლობას“, – ნათქვამია დეკლარაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები