ალიანსთან თავდაცვის შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერების მიზნით ნატო საქართველოსთან თანამშრომლობას აღრმავებს

მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ახალი ნაბიჯების გადადგმაზე – ამის შესახებ ნატო-საქართველოს კომისიის მიერ ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ სხდომაზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაშია ნათქვამი.
როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ინიციატივები ითვალისწინებს საქართველოსთვის სამხედრო განათლებისა და წვრთნების სფეროში დახმარებას, შესაძლო ნდობის ფონდის საშუალებით და ასევე დახმარებას სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით. მოკავშირეები დახმარებას გაუწევენ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. ინიციატივების მიზანი ალიანსთან საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერებაა.
ამასთან, ერთობლივ დეკლარაციაში აღნუშნულია, რომ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას.
„მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ახალი ნაბიჯების გადადგმაზე, რათა დავეხმაროთ საქართველოს გააძლიეროს მისი თავდაცვითი, თავსებადობისა და მდგრადობის შესაძლებლობები. აღნიშნული ინიციატივები ითვალისწინებს საქართველოსთვის სამხედრო განათლებისა და წვრთნების სფეროში დახმარებას, შესაძლო ნდობის ფონდის საშუალებით და ასევე დახმარებას სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით. მოკავშირეები დახმარებას გაუწევენ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. მოკავშირეები, საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების მიზნით, ორმხრივ ფორმატშიც ახორციელებენ სხვადასხვა პროგრამებს. ჩვენ ასევე უფრო მეტ ყურადღებას მივაპყრობთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას. როგორც არსებული, ასევე ახალი ინიციატივების მიზანია ალიანსთან საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების და თავსებადობის გაძლიერება. აღნიშნული ინიციატივები ასევე ეხმარებიან საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, წინ წაიწიოს გაწევრიანების მზადების პროცესში“, -აღნიშნულია ერთობლივ დეკლარაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები