საქართველოს პრეზიდენტი ნატოს სამიტის ოფიციალურ გახსნას დაესწრო

ვარშავაში ნატოს სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტს და სამიტის მონაწილე ლიდერებს ოფიციალური დახვედრის ცერემონიაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა და პოლონეთის პრეზიდენტმა უმასპინძლეს, რის შემდეგაც დელეგაციების ხელმძღვანელებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს 58 ოფიციალური დელეგაცია ესწრება. მათ შორის არის ნატოს 28 მოკავშირე და მონტენეგრო, რომელიც ვარშავის სამიტზე ოფიციალურად გახდება ალიანსის წევრი.
საქართველო 26 პარტნიორ ქვეყანას შორის არის წარმოდგენილი. სამიტში ასევე მონაწილეობენ გაეროს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები.
ეს არის ნატოს 28-ე სამიტი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტი 1957 წელს პარიზში გაიმართა. პოლონეთი ნატოს სამიტს პირველად მასპინძლობს. ამასთან, ეს იენს სტოლტენბერგისთვის გენერალური მდივნის რანგში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი სამიტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები