ვარშავის სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს

ვარშავის სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ქართული დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განიხილება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უკავშირდება ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ასევე მიუღებენ ერთობლივ განცხადებას.
ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა კომისიის სხდომა ნატოს სამიტის ფარგლებში ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები