ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 7 ივლისს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავს

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 7 ივლისს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავს. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტის წევრი, ლატვიელი დეპუტატი ანდრეას მამიკინსია.
ამავე დღეს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც იმსჯელებენ. უკრაინის თემაზე მომხსენებელია პოლონელი დეპუტატი, “ევროპის სახალხო პარტიის წევრი” იაცეკ სარიუშ-ვოლსკი.
4 ივლისს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა განიხილა. მომხსენებელმა მარია გაბრიელმა კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერის რეკომენდაციით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები