ირაკლი კობახიძე ჯონ ქერის ვიზიტზე: ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენთვის

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის საქართველოში ვიზიტს უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენთვის, რომელიც აუცილებლად ხელს შეუწყობს ჩვენს შემდგომ ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში, დასავლურ სივრცეში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჯონ ქერის ვიზიტს საქართველოში“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები