ჯონ ქერი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია – ვიდეო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება.
რამდენიმე წუთში დაიწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ ქერის პირისპირ შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა და ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს.
დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილისა და ჯონ ქერის ერთობლივი განცხადებები მედიისთვის.