ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ საარჩევნო სიებს რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო სიებს რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს, – ამის შესახებ განცხადება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძე გააკეთა. მისი თქმით, პარტია, პირველ რიგში, მაჟორიტარებს წარადგენს.
„უახლოეს დღეებში დავიწყებთ, პირველ რიგში, მაჟორიტარების წარდგენას, ასევე არ გამოვრიცხავ, რომ მალევე მოხდეს პარტიის სიის ძირითადი ნაწილის წარდგენაც. ეს პროცესი ძალიან აქტიურად დაიწყება. ამ დღეებში გახდება ცნობილი ბევრი სიახლის შესახებ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები