ქერის ვიზიტის ფარგლებში ამერიკა-საქართველოს შორის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელი შეფასებით, ვარშავის სამიტამდე ორი დღით ადრე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ხაზს უსვამს და აძლიერებს შეერთებული შტატებისა და საქართველოს პარტნიორობას.
როგორც თინა ხიდაშელი აცხადებს, ჯონ ქერის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ეხება.
„ვიზიტის ფარგლებში მოხდება თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მემორანდუმის ხელმოწერა ისევ და ისევ ვარშავის სამიტამდე ორი დღით ადრე. ჩვენ მცდელობა არ დაგვიკლია მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ეს ურთიერთობები ყოფილიყო წარმატებული და თვისობრივად ახალ დონეზე გადასულიყო. დღეს უკვე საქართველო გაიგებს ამ საქმიანობის შედეგებს,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.