“თბილისობა-2016” 15-16 ოქტომბერს გაიმართება
“თბილისობა-2016” 15-16 ოქტომბერს გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისობის დღესასწაული წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება.
„2016 წელს “თბილისობა” განსაკუთრებით გამორჩეული და მასშტაბური იქნება გამომდინარე იმ მნიშვნელოვანი გეგმბებიდან და მიზნებიდან, რომლებიც ჩვენ გვაქვს დასახული. “თბილისობის” ღონისძიებები გაიმართება, როგორც რიყეზე, ისე დედაქალაქის სხვა უბნებში. ჩვენ უკვე ვიღებთ სხვადასხვა მოსაზრებებს “თბილისობის” აღნიშვნასთან დაკავშირებით. წინადადებების მიღება 31 ივლისამდე გაგრძელდება. წელსაც “თბილისობა” გარკვეული თემატიკის ფარგლებში იქნება, გასული წლის თემატიკა იყო ეკოლოგია და გამწვანება, წელსაც ერთი რომელიმე თემის გარშემო გავერთიანდებით. შეიქნება საბჭო, რომელსაც პირადად ვუხელმძღვანელებ, საორგანიზაციო საკითხებს კი, როგორც ყოველთვის, თბილისის მერის მოადგილე გაუძღვება”,-აღნიშნა დავით ნარმანიამ.