ლევან მახაშვილი: აშკარად დიდი ინტერესია, რომ ქვეყანაში სერიოზული დაპირისპირება და არეულობა იყოს
,,ქართული ოცნების” წევრი ლევან მახაშვილი, ოპოზიციის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც 4 ოქტომბერს საქართველოში ,,მშვიდობიანი რევოლუციის” მოწყობას გულისხმობს.
„აშკარად დიდი ინტერესია, რომ ქვეყანაში სერიოზული დაპირისპირება და არეულობა იყოს, რომ შემდგომ მღვრიე წყლით ისარგებლონ ზოგიერთებმა. აუცილებელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აბსოლუტურად ყველა დეტალზე გავიდეს – საიდან იყო ეს შეკვეთა, ვის უნდა განეხორციელებინა სისხლის ღვრა, რათა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს ის სახელი და გვარები, ჯგუფები, ვინც დგას მსგავსი ტიპის დაპირისპირების და შფოთის ინტერესების უკან“ , – აღნიშნა მახაშვილმა.