რატი იონათამიშვილი: ეუთო/ოდირმა ვერანაირი არგუმენტი ვერ დადო თუ რატომ ვერ ჩამოდის
,,ეუთო/ოდირმა ვერანაირი არგუმენტი ვერ დადო თუ რატომ ვერ ჩამოდის”, – ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, ეუთო/ოდირის უარს დააკვირდეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს.
მისი თქმით, არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდება.
„რა თქმა უნდა, ეუთო/ოდირმა ვერანაირი არგუმენტი ვერ დადო თუ რატომ ვერ ჩამოდის და ამით ფაქტობრივად მან აღიარა, რომ როგორც ჩანს, წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე ეუთო/ოდირი დარწმუნებული არის, რომ საქართველოში 4 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება ძალიან მაღალი სტანდარტით, კონკურენტულ გარემოში, გამჭვირვალედ და ამომრჩევლის ნება იქნება გამოხატული. შესაბამისად, სწორედ ამიტომ, რომ ყველაფერი ასე იქნება არ უნდათ აქ ჩამოსვლა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით თუ როგორ წნეხს განიცდიან ისინი და როგორ წნეხს განიცდიდნენ აქამდეც საქართველოსთან მიმართებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა არჩევნები ჩატარდება ძალიან მაღალი სტანდარტით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.