ლევან ვარშალომიძე ახალ პოლიტიკურ გუნდს დაახლოებით, ათი დღის ვადაში წარადგენს
აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე ახალ პოლიტიკურ გუნდს დაახლოებით, ათი დღის ვადაში წარადგენს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი-2-ის” ეთერში გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
ვარშალომიძის განმარტებით, ის საქართველოში გამარჯვებისთვის დაბრუნდა, რომელსაც მისი აზრით, 8 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობა“ მოიპოვებს.
ვარშალომიძის განმარტებით, ის საქართველოში გამარჯვებისთვის დაბრუნდა, რომელსაც მისი აზრით, 8 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობა“ მოიპოვებს.
„სამი დღეა, რაც ჩამოსული ვარ. გუნდთან კონსულტაციებს გავდივარ და მომავალ კვირას, მაქსიმუმ ათი დღის განმავლობაში, საზოგადოებას ჩვენს სახეებს და ძირითად პროგრამებს გავაცნობთ“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დაიწყო და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შეჩერდა.
„წავაგეთ არჩევნები, რომელსაც ჰქონდა მიზეზებიც. ძალიან სწრაფი ტემპი იყო, ბევრმა აღლო აუღო, ბევრმა ვერა. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ხალხის ჩართულობა იყო ნაკლები. ახლა ვიძლევი პირობას, რომ მიეცემათ მოქალაქეებს ჩართულობის საშუალება და პროექტები მათთან ერთად განხორციელდება. ჩვენ სისწრაფესთან ერთად, ბევრ შეცდომას ვუშვებდით“, – განაცხადა ვარშალომიძემ.