არჩილ ხაბაძე შესაძლოა, ყაზახეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეცვალოს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძე შესაძლოა, ყაზახეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეცვალოს.
როგორც არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზურაბ პატარაძე პროფესიონალი, კომპეტენტური ადამიანია და მისი ცოდნა რეგიონისთვის სასარგებლო იქნება.
„ბატონი ზურა არის ჩვენი კუთხის შვილი, ის არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი და თავისი საქმის პროფესიონალი. ჩვენი რეგიონისთვის ძალიან გამოსადეგია მისი გამოცდილება, ცოდნა, კომპეტენცია. მისი რესურსი იქნება თუ არა გამოყენებული, ამას დამატებით გაცნობებთ“, – აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები