დავით ზალკალიანი – გეგეშიძეზე: ჩვენ გვექნება მასთან საუბარი, როდესაც ის საქართველოში დაბრუნდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა რომლის თანახმადაც, პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პროცესზე არ მოქმედებენ.
”ელჩი გამოძახებულია. ჩვენ გვექნება მასთან საუბარი, როდესაც ის საქართველოში დაბრუნდება და ბუნებრივია, ამის შემდეგ დავუბრუნდებით ამ საკითხს”, – განაცხადა ზალკალიანმა.
აღსანიშნავია რომ გეგეშიძე ამ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმაც გააკრიტიკა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი დიპლომატის ამ განცხადებას არაკვალიფიციურს და არაკომპეტენტურს უწოდებს.
“პრეზიდენტის აზრით, ეს იყო არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება და არაკომპეტენტურობა, პრეზიდენტის აზრით, არჩილ გეგეშიძემ არა ერთხელ გამოავლინა,” – აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები