თედო ჯაფარიძე: დრო მოვიდა, რომ ცოტა წარმოუდგენელზეც ვიფიქროთ!

საპარლამენტო ასამბლეის ბოლო პლენარულ სხდომაზე ეუთოს საქმიანობასა და მის სამომავლო პერსპექტივებზე განცხადებები გაკეთდა, სადაც სესიის მონაწილეებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ მიმართა.
„იმ დროს, როდესაც ისეთი არასახელმწიფოებრივი ფაქტორების ზრდა, როგორიცაა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი და ყირიმი, ეჭვქვეშ აყენებს ჰელსინკის პრინციპებს, ეუთო ჩვენთვის ღირებულია იმით, რასაც იგი კარგად აკეთებს და არ უნდა მოხდეს ფოკუსირება იმაზე, რის განხორციელებაშიც მას პრობლემები აქვს. ეუთო ეფექტურად აკეთებს ორ რამეს: უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებების მონიტორინგს. შეიძლება ითქვას, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია უაღრესად საჭიროა და აუცილებელია მისი არსებობა. ამჟამად ევროპა ღრმად არის საფრთხეში ჩაფლული და ჩვენ ნებისმიერი ის საშუალება უნდა დავაფასოთ, რაც მის გაყოფილ ნაწილებს შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას შეასრულებს“, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ახლა ევროპას აღარ სჭირდება მხოლოდ კონსენსუსი.
„ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის საპარლამენტო დემოკრატიისგან ჩამოშორებული მასების არსებობა, რომლებიც მთელ რიგ რთულ საკითხებს ამცირებენ „დიახ“, ან „არაზე“ ორიენტირებულ კითხვებამდე.
ევროპაში არსებობს პრეცედენტი დამანგრეველი რეფერენდუმისა, რომელიც ზიანს აყენებს დემოკრატიას. დრო მოვიდა, რომ ცოტა წარმოუდგენელზეც ვიფიქროთ! ახლა არის ჩვენი დრო! ის დრო, რაც ოდესმე ყოფილა პარლამენტებს შორის თანამშრომლობისთვის, იდეოლოგიური დებატებისთვის, ინტერპარტიულ სოლიდარობისა და ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა,“ – თქვა თედო ჯაფარიძემ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური შეკრება „თბილისის დეკლარაციის” მიღებით და ასამბლეის ხელმძღვანელობის არჩევით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები