6-7 ივლისს საქართველოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვევა

2016 წლის 6-7 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უხელმძღვანელებენ. აღნიშნული ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მმართველობის, ასევე ხალხთაშორისი კავშირებისა და კულტურის სფეროებში.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სახელმწიფო მდივნის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები