ევროპარლამენტი 7 ივლისს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხს განიხილავს
ევროპარლამენტის კომიტეტი 7 ივლისს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხს განიხილავს. ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი 7 ივლისს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხს განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტი ავრცელებს. ამ საკითხზე მომხსენებელი იქნება “ევროპის სახალხო პარტიის” წევრი, ესპანეთის წარმომადგენელი აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგა. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები დაარღვია. ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების საბჭომ ამ საკანონმდებლო ინიციატივას მაისის ბოლოს დაუჭირა მხარი. ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი შეჩერების მექანიზმის დამტკიცების შემდეგ დასრულდება.