თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც ”კვირას” ”თელასიდან” აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოს ჩატარებაა.
სამგორის რაიონში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების IX, XI, XII, XIII, XIV ქუჩების, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბეჟანიშვილის, ქსოვრელის და თმოგვის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნავთლუღის დასახლების, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, წერნაკის და ჰოლბრუკის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, გოძიაშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, იმედაშვილის, ვაზისუბნის, გაგარინის, შარტავას, სახოკიას, ჩერქეზიშვილის, არშბას, სანდრო ეულის და პოლიტოვსკაიაას ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის ხევის და კაჭარავას (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.